05:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 19:21:19, 1264 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაში.

როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გაძლიერებული ფართომასშტაბიანი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიით" გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციაში და ხაზი გაუსვა, საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელებას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და დეზინფორმაციის განეიტრალება წარმოადგენს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას, ისე საზღვრებს გარეთ, თავად ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობასთან და ცალკეულ სამიზნე ჯგუფებთან აქტიურ მუშაობას.

თავის გამოსვლაში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც ევროკავშირთან 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოიცავს. მინისტრმა დადებითად შეაფასა აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილოება.

ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციას სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics