|
2017-01-26 20:01:41, 1619 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
უკრაინაში საქართველოს ელჩი გია ცერცვაძის მეუღლეს შეხვდა
უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლება გია ცერცვაძის მეუღლეს ტატიანა მესხს და ადვოკატ ქსენია პროკონოვას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას საქართველოს კონსული კიევში ნანა ჩაბრავა და საქართველოს კონსული ქ. დონეცკში ირაკლი ადვაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ელჩმა და გია ცერცვაძის მეუღლემ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებზე და პროცესში საელჩოს ჩართულობაზე ისაუბრეს, შეხვედრაზე ასევე დაისახა გზები სამომავლოდ კოორდინირებული ქმედებების შესახებ. ხვალ საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდება, რომელსაც ასევე გია ცერცვაძის მეუღლე და ადვოკატი დაესწრებიან. „საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის კიევის აეროპორტში დაკავების წუთიდანვე საქართველოს საელჩო აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და რეგულარულ კონტაქტში იმყოფება ტატიანა ცერცვაძესთან და დაკავებულის ადვოკატთან", განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ. როგორც კი ცნობილი გახდა გია ცერცვაძის დაკავების შესახებ, საქართველოს საკონსულომ უკრაინაში ნოტით მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია ქ. კიევის სოლომინსკის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან გიორგი ცერცვაძის დაკავების მიზეზის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საპატიმრო პირობებისა და საქმის განხილვის სტადიის შესახებ. ასევე, მოთხოვნილი იქნა უკრაინაში საქართველოს კონსულის დაკავებულთან შეხვედრის შესაძლებლობა. 23 იანვარს საქართველოს საელჩოში შედგა შეხვედრა გია ცერცვაძის ადვოკატთან, ქსენია პროკონოვასთან. საქართველოს საელჩოს მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა დახმარებასთან დაკავშირებით. დამატებით შედგა რამდენიმე კომუნიკაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის წარმომადგენლებთან, მათ შორის კიევის საერთაშორისო აეროპორტის პოლიციის უფროსთან. 25 იანვარს გაიმართა ელჩის შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ანდრეი ზაიცთან, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. გია ცერცვაძის მეუღლესთან შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მწუხარება გამოთქვა, მოსამართლის მიერ გია ცერცვაძის სასამრთლო პროცესის 3 თებერვლისთვის გადატანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს განმარტებით გამოწვეული იყო პირველი ინსტანციის მიერ საჭირო დოკუმენტაციის გადაგზავნის შეფერხებით. მიხეილ უკლება იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, გიორგი ცერცვაძის საქმე უმოკლეს ვადაში წარმატებით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)