06:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 11:53:44, 1273 ნახვა

პოლიტიკა
სანდრა რულოვსი დეპუტატის ხელფასის აღებას უარყოფს

ყოფილი პირველი ლედი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

რულოვსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2016 წლის 1-ელ დეკემბერს შეუწყდა, უფლებამოსილების შეწყვეტამდე კი ხელფასის სახით გარკვეული ოდენობის თანხა ეკუთვნოდა.

რულოვსი  აღნიშნავს, რომ ეს თანხა  მისი მოთხოვნით საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს” გადაერიცხა.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია!

მოგეხსენაბათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

 აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი.

 ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონებავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა.

 აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის“,-წერს რულოვსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics