„გირჩი“ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, ქორწინების საკითხზე საკუთარი პოზიცია ცალსახად და გაბედულად დააფიქსირონ
პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ხელისუფლებას და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, რათა პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა არ მოხდეს.