|
2017-02-08 17:39:55, 2054 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: პრეზიდენტს უფლება აქვს, შენიშვნები წარმოადგინოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს პასუხის გაცემის უფლება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინოს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მოტივირებული პასუხების გაცემის უფლება აქვს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება არ ხდება და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს მოუწოდა, შესაბამისი შინაარსის განცხადება გააკეთოს. "მედია სივრცე პრინციპში წალეკა იმ ინფორმაციამ, რომ ჩვენი ინსტიტუტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში საკითხებს სიღრმისეულად არავინ იცნობს. ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესია. პრეზიდენტს რა თქმა უნდა ვალდებულება და უფლებაც აქვს, რომ მოტივირებული შენიშვნები წარმოადგინოს, მაგრამ ჩვენც გვაქვს მოტივირებული პასუხის გაცემის უფლება. ჩვენს საქმიან ურთიერთობაში არ უნდა შემოიპაროს ის ხინჯი, რომ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. ვფიქრობ, რომ ქალბატონმა ანა დოლიძემაც უნდა გააჟღეროს ეს ტრიბუნიდანაც", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)