|
2017-02-08 19:05:27, 1588 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ ამ მთავრობის ხელში - არცერთი დაპირება არ შესრულდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა საზოგადოებას მიმართა და „მთავრობის ხელში გამძლეობა“ უსურვა. როგორც ინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობამ არცერთი დაპირება არ შეასრულა. "მინდა კიდევ ერთხელ ამ დარბაზიდან ქართველ ხალხს მივმართო და ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა ამ მთავრობის და ხელისუფლების ხელში. არც ერთი მისი დაპირება არ შესრულდა. რასაც მე ვპროგნოზირებდი, რომ ლარიზაცია არ გაამართლებს, რომ კრიზისი გამწვავდება, ეს ყველაფერი სრულდება. დღეს ჩვენ ვხედავთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები, „აზოტიდან" ხალხი გამოუშვეს, თავდაცვის სამინისტროდან ყველანაირი ახსნა განმარტებების გარეშე თანამშრომლები გაათავისუფლეს და სახელმწიფო ამბობს, მე არა ვარ შუაში. შუაში კი არა თავში ხართ. ნება იბოძეთ და მიხედეთ ქართველ ხალხს, თორემ ეს ქართველი ხალხი, ძალიან მალე, ამ თვეებში ადეკვატურად გიპასუხებთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)