ბერძენიშვილი: ხმალაძისა და უსუფაშვილის წასვლა პარტიისთვის დამაზიანებელია -უსუფაშვილთან გაყრაზე არასოდეს მიფიქრია
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ვახტანგ ხმალაძისა და დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება, დამაზიანებელია. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხმალაძისა და უსუფაშვილის მაგივრად არ სურს, მათი გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბროს.