15:57 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 19:57:43, 1825 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის  ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, 97 კი, წინააღმდეგი იყო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მოტივირებული შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს: მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და ხელი შეუშალონ ძალაუფლების კონცენტრირებას თავმჯდომარეების ხელში და გაიზარდოს მოსამართლეების დაცულობა.

შენიშვნები იყოფა სამ ნაწილად. შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭებას, მეორე ჯგუფი მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას, მესამე კი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა.

კერძოდ, წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით: რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ კვლავინდებურად თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა და ისინი არ უნდა დანიშნოს იუსტიციის საბჭომ; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა და მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად კანონით განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობა. შენიშვნები შეეხებოდა ასევე, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს.

ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და პრეზიდენტის შენიშვნებზე უარი, ეს არის უარი ვენეციის კომისიის მიმართ.

თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და თანმდევი კანონპროექტების პირვანდელი რედაქცია დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics