02:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 11:55:06, 1442 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰა კიმ ნგკოს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა სქართველოს  მზარდი დაინტერესება აზიის რეგიონთან თანამშრომლობის მიმართ და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ვიეტნამთან  სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყანაში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე და  საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ვიეტნამის მხარე გაეცნო მთავრობის რეფორმირების პრიორიტეტებს განათლების, ინფრასტრუქტურის, კარგი მმართველობის სფეროში.

საგარეო უწყების ცნობიტ, ვიეტნამის მხრიდან გამოიხატა დაინტერესება ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას. მათ შორის ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს ბიზნეს დელეგაციას. მან მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიეტნამის მხარდაჭერისთვის და მიულოცა ქართულ მხარეს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.

მიხეილ ჯანელიძემ ვიეტნამის მხარე საქართველოს მიღწევების ადგილზე გაცნობის მიზნით  ვიზიტით თბილისში მოიწვია. ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics