|
2017-02-28 10:33:47, 1402 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საბჭოს საქართველოში უკანასკნელ წლებში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო, განხორციელებულ რეფორმებზე, მთავრობის ადამიანთა უფლებების სამოქმედო გეგმაზე და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესებში. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისარს გასულ სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიოენში ადამიანის უფელებბის დაცვის მხრივ არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებისათვის, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობის დიდი ძალისხმევისა, საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით სავალალო მდგომარეობაა „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში დაშვებული არ არის არცერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის გაეროს ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო მექანიზმი,"-განაცხადა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები, სხვა ხელოვნური დაბრკოლებები და აფხაზეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. „აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ოკუპირებული რეგიონების სრული იზოლაციისკენ. ჩვენ მტკიცედ მივყვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას და მზად ვართ გავუზიაროთ მათ ყველა სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს მოაქვს," - განაცხადა მინისტრმა და საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს გადამწყვეტი ქმედებების მიღებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად დღეს არსებული ხელოვნური ბარიერებისა. „დადგება დღე, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს და მოახდენენ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანთა უფლებებზე, თავისუფლებაზე და კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებაზე. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა,"-განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრი ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს. ის ასევე ორმხრივ შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)