ჯანელიძე: დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან „ამბასადორიალის“ პოლიტიზება ხდება
„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება და ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სწორედ ამ საკითხის და, ზოგადად, „ამბასადორიალის“ პოლიტიზება ხდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებას.