09:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 13:53:29, 2016 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ

თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინიდან მისი ექსტრადირება შესაძლოა, არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში მოხდეს. ექს-პრეზიდენტმა ასევე მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე ისაუბრა:

„ყველამ იცის, რომ ყველა ეს სარჩელი სასაცილო და დაუსაბუთებელია. პირველ რიგში მთელი პროცესი უკრაინის ხელისუფლების დილეტანტობაზე მიუთითებს. მათ სურთ თავიდან მომიცილონ. არავინ დაიჯერებს იმ აბსურდულ ბრალდებებს, თითქოს მე პუტინთან ვარ შეკრული. მტელი ცხოვრებაა მას ვებრძვი. ამასობაში უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში გამაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას ჩემი უკან მიღების თხოვნით მიმართეს. რაც შეეხება ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, ეს ძალიან რთული იქნება თბილისისთვის. მათ ჩემი იქ ყოფნა არ უნდათ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებში დიდი მხარდაჭერით ვსარგებლობ. ხელისუფლება სუსტია და ქართველების უმეტესობა, იცის, რომ ჩემი დაუსწრებელი სასამართლო პროცესი ფარსი იყო. უკვე წელზე მეტია მოსამართლეები ეძებენ კორუფციისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში კორუფციის ნულოვანი დონე იყო. ამიტომ ახლა ისინი მადანაშაულებენ პრეზიდენტის შეწყალების უფლების დარღვევაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ დევნიან მისი  კონსტიტუციური უფლებების შესრულებისთვის. ხალხმა ეს იცის და დასავლეთი ამ ანკასს არ წამოეგო. უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც კი ამ საქმეებს პოლიტიკური უწოდა, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ განეწყობოდა. თუ საქართველოში ციხეში ჩამსვამენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ ჩემს გასათავისუფლებლად. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მისი მმართველობის დროს "საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერტადერთი ქვეყანა გახდა, სადაც ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით მომხდა".

"რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავხადეთ საქართველო ბოლომდე ლიბერალური, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა იმ 8 წლის განმავლობაში, თუმცა მე შევქმენი ქვეყანა წწარმატებული რეფორმებით და წინსვლის პერსპექტივით", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics