14:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ციხელაშვილი: საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია აბსოლუტურად ღია ფორმით მიმდინარეობს

„ეს  კიდევ ერთი დასტური  გახლავთ იმის, რომ ამ ტერიტორიების სამხედრო ოკუპაცია მიმდინარეობს“,-ასე გამოეხმაურა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცხინვალის საჯარისო ნაწილების რუსეთის არმიაში გაერთიანების შეთანხმების ე.წ. რატიფიკაციას.  

ციხელაშვილი „ქართველთა მარშზე“: ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამოხტომები, მიუღებელია

„ჩემთვის მიუღებელია ეთნიკური ნიშნით  ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამოხტომები“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქართველთა მარშის“  ჩატარებასთან  დაკავშირებით განაცხადა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში გადაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს აქვეყნებს

 „ადგილობრივი თვითმმართველობისა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს დღეს გადაეგზავნა.

 

ციხელაშვილი: ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ

„ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, რამდენადაც გარდა უსაფრთხოებისა,  ქმნის სერიოზულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს“, - ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  ოკუპანტების მიერ მორიგი ხნულის გავლებას.

ჯანელიძე: რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპანტის ქმედებებზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ

„რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ ყველა მათ ქმედებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ ხნულების გავლების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პრემიერი ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზე: არცერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ იყო ისეთი მასშტაბის, როგორც წელს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ბათუმში ჩატარებულ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა რეგიონული სტაბილურობისთვის“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალიან წარმატებული იყო.

NDI „ქართველთა მარშზე“: ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს

„ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს”, - ამის ესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული.

 

NDI: საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა

საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე მხარეს ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული.

 

NDI: წინასაარჩევნო გარემო გამოწვევებზე მიუთითებს, თუმცა დემოკრატიული პროცესების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს აფასებს.

 

NDI: მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მათი მოლოდინები ვერ გამართლდა

"მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული.

 

NDI: საქართველოს აქვს უნარები, რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო

„საქართველოს დემოკრატიული გზის კრიტიკულ გასაყარზე, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული.

 

NDI-ს დელეგაცია: გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი, ყველა სხვა მხარის მიერ დანახული

„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა“, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული.

 

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ერთობლივ მიმართვას უგზავნიან

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთიან მიმართვას უგზავნიან.

 

პრეზიდენტი პარლამენტს დღეს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის
გია ვოლსკი: თუ სახელი „თვითმმართველი“ არ ჰქვია, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქის ან ამომრჩევლის უფლებები იზღუდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს.

 

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება

პრეზიდენტის ვეტო-სთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics