|
2018-02-08 18:54:08, 1941 ნახვა
პოლიტიკა
ლუკ კოფი: ჩემი წინადადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს
„ჩემი წინადადება არც ერთ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ამის შესახებ Heritage-ის ფონდის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ განაცხადა. „ამ ანგარიშის დაწერა გადავწყვიტე არა მხოლოდ იმის გამო, რომ 2018 წელს სრულდება საქართველოში რუსეთის შემოჭრის 10 წლისთავი, არამედ ბუქარესტის სამიტისაც. ჩემი აზრით ახლა არის საუკეთესო დრო რომ ახლებურად ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და ნატოს ერთმანეთთან დაახლოება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი წინადადება არცერთ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების პირობა, ამიტომ არ მგონია გვჭირდებოდეს ნატო-ს წევრობის საკითხის გართულება მე-5 მუხლთან დაკავშირებული დებატებით. თქვენ არ გჭირდებათ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია ოკუპირებული რეგიონებისთვის. როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანი გზებით დასრულდება, შემდეგ უკვე შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მე-5 მუხლში შეტანა. ჩემი აზრით, ეს ინიციატივა არის რეალისტური გზა საქართველოს ნატო-სთან დასაახლოვებლად“, - განაცხადა ლუკ კოფიმ. ცნობისთვის, ლუკ კოფიმ Heritage-ის ფონდის სტატიაში გამოთქვა რეკომენდაცია, რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლი ოკუპირებულ რეგიონებზე დროებით არ გავრცელდეს.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)