09:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 11:07:59, 1920 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

საბერძნეთის პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის სპიკერის შემდეგ ქართულ-ბერძნული სტრატეგიული ურთიერთობები ქართულმა მხარემ ოპოზიციის ლიდერთანაც განიხილა. 

საბერძნეთში პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, რომელიც პარტიას „ახალი დემოკრატია" ხელმძღვანელობს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები მაქსიმალურად ახლოსაა ერთმანეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა: საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ხელისუფლებასთან ერთად, დაინტერესებული იყოს ოპოზიციაც.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics