წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება შესაძლოა, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანების, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ან სხვაგვარად მოტყუებით, შესაძლოა ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.