|
2017-07-12 11:16:09, 886 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს
სასტუმრო „მერკურიში“ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017-ის“ საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა კონფერენციაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვა. სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების და სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნების დეტალებს იხილავენ. სამხედროები სინდიკატებად არიან დაყოფილნი და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს საბოლოოდ აჯამებენ. კონფერენცია 13 ივლისს დასრულდება. მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას საქართველო და პარტნიორი ქვეყნები - აშშ, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა და სომხეთი მიიღებენ. წვრთნები საშტაბო და საველე ფაზებს მოიცავს და მისი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)