|
2017-07-06 11:12:23, 646 ნახვა
სამხედრო
იზორია:ტოტალური თავდაცვის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რაც წვევამდელთა სისტემის აღდგენაში გამოიხატება
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მსჯელობას დაეთმო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების სესიის მთავარი მომხსენებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იყო. სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ მოხსენება მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის მაღალი ხარისხის აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ადეკვატური ქმედება, პოტენციური აგრესორის შეკავება და მისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება წარმოადგენს. ლევან იზორიამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDPR) გაამახვილა, რომლის განხორციელებასაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად წელს იწყებს. მინისტრის თქმით, პროგრამა აღჭურვილობის, დაკომპლექტებისა თუ სამხედრო მომზადების მაღალ ხარისხს უნდა უზრუნველყოფდეს, მის ფარგლებში კი, ქართველი სამხედროები ადგილზე საერთაშორისო მისიებისთვის მომზადდებიან. მანვე აღნიშნა, რომ ამავე დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული მიმართულებები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან იქნება სინქრონიზებული. იზორიას განცხადებით, ეს ყველაფერი კი, საერთო ამოცანის განხორციელებაზეა ორიენტირებული. მინისტრი ტოტალური თავდაცვის კონცეფციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია საზოგადოების ფართო, მაქსიმალური ჩართულობა, უწყებათშორისი კომუნიკაციის მაღალი ხარისხი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, რაც წვევამდელთა სისტემის აღდგენაში გამოიხატება. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მუშაობის პროცესზე საუბრისას, მინისტრმა რეზერვის განახლებული სისტემაც ახსენა. მოხსენების ბოლოს თავდაცვის მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას შეეხო. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კონტრიბუციის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. მისი თქმით, საქართველო ნატოს ყველაზე სანდო პარტნიორია და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონაწილე. მინისტრის მოხსენების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო კომპონენტის შესახებ იმსჯელა. თავდაცვის მინისტრის მოხსენებამდე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიღწევებზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა. მინისტრმა მოხსენება სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრიორიტეტებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე რეგიონი მდგრადი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კარგ საფუძველს იძლევა. მინისტრის თქმით, საგარეო პოლიტიკის მიზანი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და თანამედროვე, სტაბილური, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის გაგრძელებაა. მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს შეეხო და ამ კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე - გაყინულ კონფლიქტებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, კონფლიქტების მოგვარება კი, მხოლოდ დიპლომატიური არხებით, დიალოგითა და მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. მიხეილ ჯანელიძე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობებთან ურთიერთობებზე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობასაც შეეხო. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვას რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. (NS)
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)