01:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 17:29:13, 765 ნახვა

სამხედრო
II ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. რის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა და სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის დაარსების დღე პირადად მიულოცა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის საბრძოლო დამსახურებაზე და ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.

სენაკში II ქვეითი ბრიგადის დაარსების იუბილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით 4 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. I პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 5 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა 10 სამხედრო მოსამსახურე.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დღესვე სენაკში II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალიც გაიმართა.

II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი ცარ-ში ამავე ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს.

ქართული კონტინგენტი, უფროსი ლეიტენანტის ბაჩანა კაკაჩიას მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

ქართული სამშვიდობო ოცეული „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტით იქნება აღჭურვილი.

21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 12-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა, დამატებით კი, ბრიგადის ბაზაზე, სენაკში გადამზადდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics