აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო: პუტინმა ბრძანება გასცა, დაეწყოთ კამპანია, რომელიც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარებოდა
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ დაეწყოთ კამპანია, რომელიც დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარებოდა“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.