15:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 12:27:18, 2584 ნახვა

მსოფლიო
ვირჯინიაში მიტინგის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 1 ადამიანი (ვიდეო)

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოჰაიოში, ანტიფაშისტური მიტინგი ჩატარდა. მიტინგის დროს ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, კიდევ 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსი იჯდა. მას მეორე ხარისხის მკვლელობას, განზრახ დაზიანებების მიყენებასა და დანაშაულის ჩადენის ტერიტორიის დატოვებას ედავებიან.

მედიის ცნობით, ბრალდებულის დედა ინფორმირებული იყო, რომ მისი შვილი მიტინგზე დასწრებას გეგმავდა.

როგორც სააგენტო წერს, "თეთრი ნაციონალისტები" უნივერსიტეტის შენობასთან დემონსტრაციას მართავდნენ და გენერალ რობრტ ლის ძეგლის დანგრევას აპროტესტებდნენ. მანიფესტაცია შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა რაც ადგილზე მემარცხენე აქტივისტები მივიდნენ. სწორედ მაგ დროს შევარდა ჯეიმს ფილდში ხალხში. ამის შედეგად 32 წლის ქალი დაიღუპა, 19 კი, მძიმედ დაშავდა.

შტატ ვირჯინიაში საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული. საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო მუშოაბს.

აღნიშნულ თავდასხმას ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა. ტრამპმა მსგავსი ქმედებები დაგმო.  









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics