|
2017-08-16 12:18:04, 2991 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა დატოვა
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ზალბერი გერმანიის საგანგებო ელჩად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დაინიშნოს. ამასთან, დიპლომატის გადადგომის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეც წარმომადგენლის თანამდებობა ამჟამად ვაკანტურია. როგორც მედია წერს, ჰერბერტ ზალბერის შემცვლელის მოსაძებნად ევროპულ სტრუქტურებში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. პროცედურას შესაძლოა 1-დან 3 თვემდე დასჭირდეს. ცნობისთვის, დიპლომატის გადადგომის საკიტხი პირველად მას შემდეგ გავრცელდა, რაც სპეციალურმა წარმომადგენელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ კი, ჰელბერტ ზალბერმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის დროს ცხონვალის რეგიონში ჩატარებული დე-ფაქტო არჩევნების შემდეგ ანატოლი ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)