|
2017-08-15 11:08:26, 2726 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რასიზმი და ნეონაციზმი ბოროტებაა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რასიზმი და ნეონაციზმი ბოროტებაა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შტატ ვირჯინიაში, კერძოდ კი, ქალაქ შარლოტსვილში ნაციონალისტებმა აქცია გამარტეს, სადაც მამაკაცი ხალხში შეიჭრა და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ქვეყნის პოლიცია არ დაიშურებს რესურსს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. „რასიზმი ბოროტებაა, ხოლო ისინი, ვინც სჩადიან ბოროტებას მისი სახელით, - კრიმინალები და ბოროტმოქმედები, მათ შორის კუ-კლუქს-კლანი, ნეონაცისტები, თეთრი რასის აღმატებულობის იდეის მომხრეები და სხვა დაჯგუფებები, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც ამერიკელებისთვის ძვირფასია“, - განაცხადა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა. მან სიძულვილის, შეუწყნარებლობისა და ძალადობის მსგავსი გამოვლინება დაგმო და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ადგილი ამერიკაში არ არის. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნაციონალისტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ აშშ-ის სამოქალაქო ომის მონაწილის, გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟის გეგმას აპროტესტებდნენ. ულტრამემარჯვენეების მარშმა ანტიფაშისტების და სხვა მემარცხენე დაჯგუფებების აქტივისტების კონტრაქციები გამოიწვია, რასაც არეულობა მოჰყვა. ხელისუფლებამ შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)