ლონდონში მდებარე ვესტმინსტერის სასახლის კოშკის ცნობილი საათი, ბიგ-ბენი 21 აგვისტოდან გაჩერდება, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 16 აგვისტოს უკრაინაში დაბრუნების გეგმას გააჟღერებს. ამის შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოჰაიოში, ანტიფაშისტური მიტინგი ჩატარდა. მიტინგის დროს ხალხში ავტომობილი შევარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, კიდევ 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს განცხადებით, დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის უშუალო საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს, - ამის შესახებ Le Parisien იუწყება.
ბურკინა ფასოში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ეგვიპტეში ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც გუშინდელი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები ნახა, - ამის შესახებ Youm7 იუწყება.
„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, - ამის შესახებ CNN იუწყება.
ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყოს კავშირში, 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება.
პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ფედერაციაში აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის შემცირებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას „ნერვიულობა მოუწევს“, - ამის შესახებ BBC იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More