2017-12-19 14:25:32, 2523 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში სარკინიგზო ავრიის მიზეზი, შესაძლოა, გადაჭარბებული სიჩქარე ყოფილიყო
სამგზავრო ჩქაროსნულმა მატარებელმა, რომელიც ვაშინგტონში ლიანდაგებიდან გადავიდა, დაშვებულ სიჩქარეს თითქმის სამჯერ გადააჭარბა, - ამის შესახებ BBC წერს.
მედია საშუალების ინფორმაციით, მატარებელი საათში 80 მილით მოძრაობდა, მაშინ როდესაც გზის იმ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარე საათში 30 მილია.
სარკინიგზო კატასტროფა გუშინ, პიკის საათში მოხდა. სამართალდამცველების თქმით, ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 72 კი, დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავარიის დროს მატარებელში სულ 86 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 77 მგზავრი იყო, 7 კი, რკინიგზის თანამშრომელი.
ავტორი: ,