02:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მეჭიაური: დავუკავშირდი იგორ მოროზოვს, ის ცდილობს სოფელ ქვეშის მკვიდრის დაკავების დეტალებში გაერკვეს

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ქვეშში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმესთან დკავშირებით, ბათუმში მყოფ რუსეთის დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს დაუკავშირდა.

 

სოზარ სუბარი: პაპუაშვილის განცხადებები იმ სცენარში ჯდებოდა, რაც სააკაშვილის მიერ არის დაწერილი

„განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სერგი კაპანაძე: 2012 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც 2012 წლის შემდეგ არსებულ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

იზორია: პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი უზრუნველყოფილი იქნება

„სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული ნიშნით, სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების მიუკერძოებლობა, ნეიტრალობა  და პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

სერგეენკო ქორწინებაზე: რეფერნდუმი თანხებთან არის დაკავშირებული და ცხად საკითხზე თანხების ხარჯვა სწორი არ მგონია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება.

 

ქუმსიშვილი: 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება საკუთრებაში გადაეცემა

„მთავრობის სხდომაზე ჩვენ გავიტანეს საკითხი და 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება საკუთრებაში გადაეცემა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

უსუფაშვილი: თავდაცვის ახალ მინისტრთან ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა მექნება

თავდაცვის ახალ მინისტრთან ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა მექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

 

ვახტანგ ხმალაძე: ქორწინების განსაზღვრაზე რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციურია

რეფერენდუმის ჩატარება ისეთ თემაზე, რომელიც კონსტიტუციაში ნორმად უნდა აისახოს, მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

 

„ქართული ლუდის კომპანია" სექტემბრიდან ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს

„ქართული ლუდის კომპანია" სექტემბრიდან ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს.

 

ხიდაშელი შეიარაღებულ ძალებს: მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება

„მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება“,-ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

 

ირაკლი აბესაძე: მერიაში კორუფციული სქემებით მუშაობენ, ახალი მოადგილეების დანიშვნით არაფერი შეიცვლება

თბილისის მერის მიერ წარდგენილი ახალი მოადგილეები თავიანთ მოვალეობებს კარგად ვერ შეასრულებენ, რადგან მერია არაპროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

 

კახიძე: NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ენმ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ოთარ კახიძის განცხადებით, NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ენმ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია.

 

გოგა ხაჩიძე კვლევებზე: არჩევნებისას ეს მონაცემები აუცილებლად შეიცვლება

„ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ წევრმა გოგა ხაჩიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის (NDI)-ის კვლევებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „გირჩის“ 2.8% არჩევნებისას აუცილებლად შეიცვლება.

 

კოჟორიძე: შსს-ს განცხადებაში, რომელიც მინდია გოგოჭურს შეეხებოდა, რამდენიმე კანონდარღვევა იყო

„შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში, რომელიც 2 დღის წინ გავრცელდა, პირდაპირ ვიტყვი, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევა იყო“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადმაიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟრიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

წულუკიანი: ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მოსამართლის განცხადება, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები

„ჩვენ ჯერჯერობით  ვერცერთი მოსამართლის განცხადება ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის, სად და ვის მიერ ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

წულუკიანი: პრემიერს პაპუაშვილისგან კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია

„ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია“,-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  პრემიერთან შეხვედრის თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics