08:48 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 11:45:14, 857 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: რომან გოცირიძის დღევანდელი ტრიუკი, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, სასაცილოა

რომან გოცირიძის დღევანდელი ტრიუკი, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივების” მიმდინარეობს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გოცირიძე ცდილობს, ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს.

"ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს გიორგი კვირიკაშვილი, ინიციატივა გულისხმობს, რომ შეკრებისა და თავყრილობების დროს, იქ მეორე პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა. ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორჯერ შემოძვრა და რომ ნახა, მე ვიყავი იმ წუთში გაიპარა. ბიზნესთან ვერ ბედავს საქმეს, ვერ ბედავს პროფესიონალებთან, დადის და ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. ძირითადად სიცრუეზეა დაფუძნებული მისი ყველა გამოსვლა. დღევანდელი მისი ტრიუკიც თუ მართლა ასეა, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ  ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც მართლაც უჭირთ, ოღონდ რა თქმა უნდა ამაში ხელისუფლების დანაშაული არ არის, ცდილობენ მთავრობას დააბრალონ", - განაცხადა ივანიშვილმა.  

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე დღეს 12:00 საათზე ფორუმს მართავს.

შეგახსენებთ, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ფორუმს 100-მდე ბიზნესმენი ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics