12:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 19:41:16, 1289 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: გასულ კვირას გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

"რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, გასულ კვირას გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გამოძიება მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს.

"იმის მიუხედავად, ვინ ვის რას დააბრალებს, ნიკა გვარამიას დააბრალებენ, რომ მან თავად დადო ჩანაწერი, თუ გვარამია იტყვის, რომ ხელისუფლებამ დადო ჩანაწერი ამით მთავარი არ იცვლება, ის რომ სატელევიზიო სივრცეში 2 ადამიანის კერძო ლაპარაკი გამოქვეყნდა. ასეთი ტიპის საქმეებზე ყოველთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ვიდრე ის არ დადებს დასკვნას, რომელიც არავისში ეჭვებს არ აღძრავს. სახელმწიფო ვალდებულია ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას. დაუმტკიცონ ნიკა გვარამიას, რომ მან ატვირთა ჩანაწერი. არ შეიძლება ხელისუფლება გელაპარაკებოდეს ზეპირად, როდესაც მას ხელში უჭირავს გამოძიების ყველა საშუალება", - განაცხადა ხიდაშელმა. 

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ გავრცელდა პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics