08:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 12:30:42, 1260 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ეკა გიგაურმაც მიიღო პაგონები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს.

როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წარმოადგენენ.

ამის შესახებ ივანიშვილმა  არასამთავრობო ორგანიზაციებმის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც,  26 მაისის კადრების ახლა გავრცელებაში, პოლიტიკური ქვეტექსტი ჩანს:

"რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება ხომ, უკაცრავად და გარყვნეს, იქ ისეთი ხალხი შედის, ისეთ ნიშაში შევდინენ, რომ ასეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან ძალიან ხშირად, რომლებიც არასამთავრობოებს აფარებენ თავს. ალბათ პაგონებიანმა გიგაურმა თქვა.იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო რაღაც  პაგონები მაგ დროს. მე არვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც.

მე ვაკრიტიკებ მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს, რომ ამ სექტორს ნუ აბინძურებენ. გამოვიდნენ და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებია რიან. კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნით. ორმაგ დანაშაულს ჩადიან, როგორც "ლეიბორისტულ პარტიას" მოვიხსენებ. ერთი სირცხვილი შემორჩა. რამდენიმე პარტია იყო ფსევდოოპოზიცური და ეს სირცხვილი შემორჩა კიდევ საქართველოს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტია" "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარესია, რადგან ის მათ ემსახურება, მათი წევრია და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არ არის.ორმაგი დანაშაული გამოდის",-აღნიშნა ივანიშვილმა კახეთში, სადაც რეგიონული შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics