ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ იმისთვის არ შევცალეთ ხელისუფლება, რომ ქვეყანა უშიშროებამ მართოს
ის, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ზესტაფონის თანამდებობის პირებს დავალებებს აძლევენ, ძალიან ცუდია, თუ ეს მართლა ასეა. ჩვენ იმისთვის არ შევცალეთ ხელისუფლება, რომ ქვეყანა უშიშროებამ მართოს. ამაზე არანაირი პოზიცია, გარდა კრიტიკულისა, არ მაქვს, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი „იმერ ნიუსის“ ჟურნალისტის ეკა დუგლაძის კითხვას, რომელმაც უშიშროების სამსახური ზესტაფონში წამყვან თანამდებობაზე კადრების დანიშვნაში დაადანაშაულა.