12:16 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 10:54:49, 1004 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: 3 ოქტომბრიდან საქართველოში სრულიად ახალი პროფესიული განათლების ეტაპი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დუალური პროფესიული განათლების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

კვირიკაშვილის განცხადებით, 3 ოქტომბრიდან  საქართველოში სრულიად ახალი პროფესიული განათლების ეტაპი იწყება.

პრემიერის განმარტებით,  საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში, 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროფესიულ პროგრამაში სტუდენტების რეგისტრაცია იწყება, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას გულისხმობს:

„ვინაიდან განათლება არის ნომერ1  პრიორიტეტი, მინდოდა, განსაკუთრებულად მესაუბრა ამ საკითხზე იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, 4 პუნქტიანი პროგრამის ნომერ პირველი პრიორიტეტი. 3 ოქტომბრიდან ახალი მოდელით, დუალური განვითარების სისტემით, იწყება საქართველოში პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროფესიულ პროგრამაში სტუდენტების რეგისტრაცია, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხის მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს. წელს პირველად დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე-ესაა მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, ახალი დუალური პროგრამების განხორციელების დასაწყისი, ეს არის ახალციხის, კაჭრეთის, სენაკის, წინამძღვრიანდკარის კოლეჯები, რომლებიც პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ადამიანებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც პირდაპირ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიული განათლების სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ამას გარდა, დამატებით გათვალისწინებულია ტრანსპორტირება და საცხოვრებელის დაფინანსება და ყველა კოლეჯი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. სტუდენტებმა ასევე შესაძლებელია, პროფესიული ტესტირება გაიარონ აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე და ასევე პარალელურად პროფესიასთან ერთად, კოლეჯში შეისწავლონ ქართული ენა. ასევე რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალ დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურ დასაქმებებს. დასაქმებების სახით არიან ჩართული ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები  და სხვები. მინდა ყველას მოვუწოდო,  ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს  პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. ასე რომ, მინდა, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისი და გამოვაცხადოთ განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი და ვთქვათ, რომ განათლება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, დაფინანსებითაც ქვეყანაში გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ეს საქმე უკვე რეალობად იქცა. 3 ოქტომბრიდან მოყოლებული, როდესაც იწყება სრულიად ახალი პროფესიული განათლების ეტაპი საქართველოში და წინ არის უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მნიშვნელოვანი  რეფორმა საშუალო განათლების მიმართულებით,  სიტყვა რეფორმა ისტორიულად  დასაშინებელ სიტყვად იქცა, მაგრამ ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიეხმარება პედაგოგებს, მოსწავლეებს,  მათ მშობლებს იმისათვის, რომ საქართველოში განათლება სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს. მინდა წარმატება გისურვოთ ყველას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics