ქიბარ ხალვაში: წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სიყალბე
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ხელთ „ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე, „რაც, უკვე მერამდენედ, მიმართულია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და ამჯერად უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად“.