08:56 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მიხეილ ჯანელიძე მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების მიზნით, მრგვალი მაგიდის ფორმატის მნიშვნელობაზე საუბრობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე  მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა დასრულდა.  შეხვედრის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში იმართება.

მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს

ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  ინტერნეტით  გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს.

პრემიერი: ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის

„დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და, მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს"

იზორია: სტაბილურობის არევისკენ მიმართული ყველანაირი მცდელობა, ჩახშობილი იქნება

„ვის ეკუთვნის ხელისუფლება ამას არც სააკაშვილის განსაზღვრავს და არც სხვა, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ერთგულების სახელით“ დამოუკიდებელი ორგანიზაცია არ არის

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოს ერთგულების სახელით“ არ არის  დამოუკიდებელი ორგანიზაცია, არამედ ის  "ნაციონალურ მოძრაობასთან" პირდაპირ შერწყმულია:

ირაკლი კობახიძე: აქცია ჩვენი მხრიდან დაანონსებული არ ყოფილა
ირაკლი კობახიძე: კონსულტაციები გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ დღეებში მემორანდუმი საბოლოო ჯამში გაფორმდება

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი ყველა იმ საარჩევნო სუბიექტს გაეგზავნა, რომელიც  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს:

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომ დესტაბილიზაციას ხელისუფლება გეგმავს და  მათი მხრიდან ბრალდებები იმიტომ ისმის, რომ  შემდეგ  თავი გაიმართლონ.

ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საარჩევნო პროცესში სათანადო როლი შეასრულონ

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბევრი პოლიციელი იქნება ქუჩაში იმისათვის, რომ შესაძლო საფრთხეები, დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული.

ჯეჯელავა: სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები დაინერგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები დაინერგება.

ბაქრაძე "ოცნებაზე": იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს, მათი მხოლოდ დრონია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას არანაირი დამსახურება არ აქვს.

სანდრა რულოვსი: მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ის ჩვენთან ერთად იქნება

ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მიშას ნიჭისაგან და ხედვისაგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.

ივანიშვილი ნათელაშვილზე: ტიპიური ყვარყვარეა, რომელიც უდიდესი სიბოროტისა და აგრესიის სიმბოლოა
ივანიშვილი: მოლოდინი, რომ მოვიდა ივანიშვილი და ყველა მიიღებს ყველაფერს, გადაჭარბებული იყო

„დაბალანსებული ხალხი ვართ, თუმცა მოლოდინი გადაჭრბებული იყო“,-ამის შესახებ  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანიშვილი: კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი ერთადერთია, რაც მაწყნარებს

„კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთია, რაც მაწყნარებს“, - ასე უპასუხა ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას -  „მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პრემიერმა მოსახლეობას გააცნო, ხომ არ არის გადაჭარბებული დაპირება.”

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics