|
2016-10-09 01:53:59, 934 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წერეთელი დაპირისპირებაზე: არ მეგონა ეს ხელისუფლება ასეთი დაცემული თუ იყო
ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე წარმოუდგენელი რამ ხდება, მე არ მეგონა თუ ეს ხელისუფლება ასეთი დაცემული იყო. აქ არჩევნებია, დუელი ხომ არ გვაქვს და ერთმანეთს, ხომ არ ვხოცავთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიგი წერეთელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კორცხელზე უარესი შედეგების მიღება იყო მოსალოდნელი. "თითქმის ყველა უბნიდან მოდის ინფორმაცია, რომ იქ აპირებენ შევარდნას. თუ ეგზიტპოლები ასეთია და ასე იგებს "ქართული ოცნება", ფაქტია, რომ ეს ყალბი შედეგებია და ტყუილია. თითქმის ყველა უბანს ვიგებ. ახლა მასიურად დაიწყო ხან გაბათილებაზე ლაპარაკი, ხან რაღაც შევარდნებზე", - აღნიშნა წერეთელმა. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, დაპირისპირების შესახებ მან პირადად შეატყობინა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს. "ჩვენ დაგვირეკეს ერთ-ერთი უბნიდან სადაც დაძაბულია ვითარება. ადგილზე მივიდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და იქ სიტუაციის გამოსწორებას აპირებდნენ. 3-ჯერ ველაპარაკე პოლიციის უფროსს. იქ მართლაც მივიდა პოლიცია. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბევრი მანქანით, სპორტული აღნაგობის ნასვამი ადამიანები დადიოდნენ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ უბანზე მივბრუნდით, გავაჩერეთ მანქანა. ეს ადამიანები დავინახეთ, მაგრამ მანქანიდან არ გადავედით, რადგან კონფლიქტს ავარიდეთ თავი. 30-40 ადამიანი იყო შეკრებილი. ველოდებოდით მათ წასვლას და ჩვენი მხარდამჭერების გამოსვლას. იქ ატყდა საშინელი დაპირისპირება. ბევრი ხალხი იყო, არბევდნენ ხან ჟურნალისტებს ხან კამერებს. მე როგორც დავინახე ერთ-ერთი კამერა დაამტვრიეს. როგორც კი ამ ადამიანებმა ჩვენ შეგვამჩნიეს, მოიტანეს საიდანღაც კამერა, დაგვადგნენ ჩვენ კითხვით "თქვენ აქ რას აკეთებთ?!"", - განაცხადა წერეთელმა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, 90-ე საარჩევნო უბანზე საშიშროება ამ დრომდე არსებობს. "ახლა დათვლის პროცესია. როგორც მე ვიცი უბანზე ვიღაცეები შედიან-გამოდიან. ყუთი დალუქულია, არაუფლებამოსილი პირები ატარებენ ხმების დათლას და ხალხი ითხოვს, რომ თავიდან დაითვალოს ხმები", - აღნიშნა მან. ცნობისთვის, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, GDS-ის და "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)