|
2016-10-15 15:03:41, 1618 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: მეცოდება ჩემი ერი და მრცხვენია მისი ე.წ მმართველების
ის, რომ საქართველოს დელეგაციამ ხმა არ მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მხარი არ დაუჭირა უკრაინას, ეს სირცხვილია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ საახაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის კენჭისყრაზე არდასწრება საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. "ის, რომ საქართველოს დელეგაციამ ხმა არ მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მხარი არ დაუჭირა უკრაინას, ეს სირცხვილია. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო. საქართველოს „გაზპრომის“ მსხვილი კერძო აქციონერი ივანიშვილი მართავს, რომელიც მანიპულაციების, ფალსიფიცირებისა და ძალადობის გზით ლიდერობს არჩევნების პირველ ტურში, მაგრამ წინ კიდევ მეორე ტურია. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასთან მიმართებაში ეს სასირცხვილო პოზიცია, რომელიც საქართველოს ისტრიაში შავ ლაქად დარჩება, არ ასახავს ქართველი საზოგადების მოსაზრებას. არ მინახავს ქართველი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინას. მინდა ხალხს შევახსენო, რომ ასობით ქართველი იბრძოდა და იბრძვის აქ ფრონტზე მოხალისედ. სამწუხაროდ ათზე მეტი დაიღუპა ბრძოლაში, მათ თავი გასწირეს მაიდანზე. ეს ალბათ ის ქვეყანაა, საიდანაც უკრაინაში ყველაზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა, თან საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და ეს საქციელი ასახავს ქართველების პოზიციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მათ მხოლოდ იმიტომ არ შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისინი საქმეს ღძრავენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ უკრაინას. ჩემი აზრით, ეს დროებითია, როგორც იანუკოვიჩის მმართველობა იყო დროებითი და დიდხანს ვერ გაძლო, ისევე ვერ გაძლებს ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მეცოდება ჩემი ერი და მრცხვენია მისი ეგრეთ წოდებული მმართველების", - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდამჭერი არც ერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ცნობისთვის, აღნიშნულ ფაქტს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კენჭისყრის დროს საქართველოს დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)