|
2016-10-12 18:59:31, 1628 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ლევან კალანდაძე: ის რაც დღეს სავალუტო ბაზარზე ხდება, სავსებით ლოგიკური და პროგნოზირებადია
ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს, ანუ დოლარის გაყიდვას ახდენს იმიტომ, რომ ეროვნული ვალუტა გარკვეული რყევებისაგან დაიცვას, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, წინა პერიოდში, როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია იყო, ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობდა და ლარს ყიდდა, რითაც ეკონომიკურ სტაბილურობას აკორექტირებდა. ექსპერტის შეფასებით, ის რაც დღეს სავალუტო ბაზარზე ხდება სავსებით ლოგიკური და პროგნოზირებადია. "დღეს გარკვეული ფაქტორებმა, რაც უპირველეს ყოვლისა უკავშირდება მსხვილ ტრანზაქციებს, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში განხორციელდა, სავალუტო გადინების ტემპის მატება გამოიწვია. შესაბამისად ეროვნული ბანკი შეეცადა სავალუტო ინტერვენციით, ანუ დოლარის გაყიდვით მასტაბილიზებელი როლი ეთამაშა. ეს ხდება მუდმივად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს გარკვეული რყევები არ გადაზრდილიყო შოკის ეფექტის მომცემ ტენდენციაში, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ინტერვენცია. როდესაც ლარის დასტაბილურობის კუთხით გარკვეული ტრენდი ჩამოყალიბდება, მაშინ ეროვნული ბანკი პირიქით გააგრძელებს დოლარის შეძენას და ლარის გაყიდვას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მთავარი არის ის, რომ ლარის კურსის ცვლილებამ არ გამოიწვიოს გარკვეული პანიკური აჟიოტაჟი, არ იყოს მყისიერი, ნახტომისებური, აქედან გამომიდინარე ვთვლი, რომ ის რაც დღეს სავალუტო ბაზარზე ხდება სავსებით ლოგიკური და პროგნოზირებადია", - განაცხადა კალანდაძემ. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი რყევები არ დაფიქსირებულა. "რყევები, რომელიც გამოიწვევდა რაიმე სერიოზულ პრობლემას ბიზნესისთვის, სამომხმარებლო ფასებისთვის, მათ სორის ინფლაციის დონეს, მაქსიმალურად მოზომილია და ფარგლებში ჯდება. თუ რყევები გაგრძელდა ბუნებრივია ეროვნული ბანკი გამოიყენებს სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ბაზარზე ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს. მთავარია, რომ არ გვაქვს შოკები და ამ შოკების კონკრეტული ნიშნები", - განაცხადა ექსპერტმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3527 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0162 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.5920 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5900 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, 25 აგვისტოდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 180 მილიონი დოლარი გაყიდა.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)