04:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 17:26:50, 1566 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით მიიღწევა, რომელიც ძალაში ამა წლის ივლისში შევიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ფაქტი, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდა, არის ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება.

“საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით, რომელიც ძალაში შევიდა ამა წლის ივლისში. ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა არის ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის შემდეგ ასეთი მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პირველი ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება და სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გადის ევროკავშირის ბაზარზე, ბიზნესკავშირები ღრმავდება, სულ უფრო მეტი ევროპული კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში, ასევე იზრდება ევროპული განათლების მიღების მსურველ ქართველ სტუდენტთა რიცხვიც და ჩვენი კავშირები ევროკავშირის განათლების სექტორთან დღითიდღე მტკიცდება”, - აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე განმარტებით, გაგრძელდება რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მიღწეულ იქნას ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაცია, ხელი შეეწყოს ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნას და გაფართოვდეს საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი.

“გვქონდა აზრთა ნაყოფიერი გაცვლა უმაღლეს წარმომადგენელთან ასოცირების პროცესის სარგებლის მაქსიმალური გამოყენების გზების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართული რამდენიმე მოსაზრება და ინიციატივა. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ჩვენი ხედვის კონკრეტულ მოქმედებაში გარდაქმნაზე. მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს ჩვენი რეფორმატორული საქმიანობის მიმდინარე მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოცირების პროცესში ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური შუამდგომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორი. 

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილმა გულთბილი მასპინძლობისთის მადლობა ფედერიკა მოგერინის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics