00:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ინაშვილი კვირიკაშვილს: ბოკერია მოდიოდა ჭუბერის გზაზე, თქვენ იქ არ მინახიხართ
რატიანი მმართველ გუნდს: „ოცნების“ ნათლიმამა ივანიშვილი ქმნის ახალ რეალობას, სადაც თქვენ სარკეში ჩახედვა აგეკრძალებათ

„დღეს, როდესაც მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცება და ერთმანეთს დითირამბებს ვუმღერით, პარალელურად ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ნათლიმამა, ასამარებს საქართველოში ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას - სასამართლოს და თავისუფალ მედიას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკერია კვირიკაშვილს: პასუხისმგებლობა ნომინალური კი არა რეალური იქნება
ბოკერია კვირიკაშვილს: ჩვენ გვიკითხავთ მორალს?! შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი

საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და ყველაფერს აკონტროლებთ, ამასობაში წუწუნებთ, იმაზე თუ როგორ არ მოგწონთ აქ რაც გესმით, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვოლსკი: არსებობს სურვილი ოპონირების რეჟიმში საინტერესო იდეა მოვისმინოთ, მაგრამ ამის პერსპექტივა არ არის
მელია კვირიკაშვილს: უხერხულია, ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით - „მადლობა ბატონ ბიძინას“

„უხერხულია როდესაც ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით, - "მადლობა ბატონ ბიძინას", -  ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მას შემდეგ, რაც  კვირიკაშვილმა დეპუტატს პოლიტიკური სტილი დაუწუნა.

სუბარი: "ენმ"-ს წევრებმა თავისთვის, პატარა ჯოჯოხეთი მოაწყვეს და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში
გახარია: არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს

„არსებობს ისეთი ოფციაც, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი განახლდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე შრომითი პირობების რეგულაციის შესახებ ისაუბრა

„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის  ფარგლებში შრომის პირობების მონიტორინგის ნაწილი ჩვენ შევასრულეთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე შრომითი  პირობების რეგულაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარია: მთავრობა რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრაზე მუშაობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონების განვითარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის საკითხებზე იმუშავებს. ამის შესახებ გახარიამ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სესიაზე განაცხადა,  სადაც დეპუტატები საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ.

კახიშვილი: დაბალი რისკის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განთლება მიიღონ

დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ სასჯელის მოხდის პერიოდში, უმაღლესი განთლება დისტანციურად მიიღონ, - აღნიშნულის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ისაუბრა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ცეკვავა: სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ შსს-დან იღებს და ყოველ კვარტალურად აქვეყნებს
კვირიკაშვილი მელიას: ორი დღეა ვაკვირდები თქვენს სტილს და პირდაპირ ვამბობ, არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება

„ორი დღეა ვაკვირდები თქვენს სტილს და პირდაპირ ვამბობ, არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას, რომელმაც იუსტიციის მინისტრი სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

კვირიკაშვილი ფოფხაძეს: მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში მთავრობა ვერ და არ ჩაერევა

მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებში არ ვერევით, ეს მთლიანად პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეკითხვას, რომელიც წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების საკითხით დაინტერესდა, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან.   

კვირიკაშვილი: ჩვენი მთავრობა განათლებას ნომერ პირველ პრიორიტეტად აცხადებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმის უპირველესი პრიორიტეტი განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელება იქნება.

ჯეჯელავა თსუ-ზე: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს კრიზის არ დავარქმევდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics