|
2016-12-09 17:38:44, 2183 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: ვითანამშრომლებთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას მიაწვდიან
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. სერგეენკოს თქმით, ზოგადად ჯანდაცვა სამ მთავარ საფუძველს ეყრდნობა - ესაა მიწვდომადობახარისხი, ფასი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მეორე ტალღა ძირითადად ხარისხზე გაძლიერებული აქცენტის გაკეთებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, ხარისხის საკონტროლებლად რამოდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მაგალითად ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებების შერჩევითი დაკონტრაქტირებაა: „ზოგადად ჯანდაცვა ეყრდნობა სამ მთავარ საფუძველს, ეს არის მიწვდომადობა, ეს არის ხარისხი, ეს არის ფასი. პირობითად პირველი ტალღა საყოველთაო ჯანდაცვის, მისი მთავარი მიზანი იყო მიწვდომადობის გაზრდა და მან ეს წარმატებით შეასრულა, თითქმის ნახევარზე მეტი მოსახლეობის ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვაში. თუკი სისტემა არ იქნება ამ სამ მყარ საფუძველს დაფუძნებული, რა თქმა უნდა, მისი მდგრადობა არ იქნება სტაბილური. კონკრეტულად რაში გამოიხატება ასე ვთქვათ მეორე ტალღის ამოცანები. პირველი ის, რომ მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა გაძლიერებული აქცენტი იქნება ხარისხზე. რაში გამოიხატება ეს. ხარისხის საკონტროლებლად რამოდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მაგალითად ერთ-ერთი არის სამედიცინო დაწესებულებების შერჩევითი დაკონტრაქტირება”,-განაცხადა სერგეენკომ. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, თუკი აქამდე ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც დააკმაყოფილებდა სანებართვო პირობებს, შეეძლო მონაწილეობა მიეღო საყოველთაო ჯანდაცვაში, ბოლო გარდამავალი ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღმოჩნდნენ ისეთი კლინიკები,რომლებიც მოქალაქეებს წყვეტილ, ფრაგმენტირებულ სამედიცინო დახმარებას აწვდიან. „მაგალითისათვის, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს მხოლოდ რეანიმაციის განყოფილება, შეიქმნა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც პოლიკნილიკასთან არის მიბმული, ასოცირებული, როგორც გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები, საფრთხეს უქმნიან პაციენტის სამედიცინო დამხარებას. ასეთ შემთხვევაში, პაციენტი ვერ მიიღებს სრულ სამედიცინო დახმარებას ასეთი წყვეტილი, ფრაგმენტირებული აქტივობების განხორციელებით. ამიტომ, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც მთელს მსოფლიოში მიღებულია, როგორც ხარისხის გასაზრდელად ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი და შესაბამისად, როგორც შედეგი, დანახარჯების შესამცირებლად იქნება ამოქმედებული. ეს რა თქმა უნდა არ იქნება მოულოდნელობა ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ჩვენ თვეების განმავლობაში გვქონდა მათთან კომუნიკაცია. ვეცადეთ გამოგვეყენებინა ინსტრუმენტი სანებართვო პირობების სახით, თუმცა ნაწილი მათგანი თანამშრომლობას დათახმდა, გაიაზრა რომ ისინი არასწორი გზით მიდიდოდნენ, ნაწილი აგრძელებს ამას. შესაბამისად, სელექტიური კონტრაქტირების პირველი ეშელონი სამედიცინო დაწესებულებეს, საბედნიეროდ ასეთი ერთეულებია, ჩამოაშორებს საყოველთაო ჯანდაცვას. შემდეგი იქნება ის, რომ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მკაფიოდ იაზრებენ და ითავისებენ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მნიშვნლეობას, კერძოდ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას რიგი მიმართულებებით, როგორიც არის მაგალითად, ინფექციებზე კონტროლი, როდესაც არის რომ ჯანნდაცვის სამინისტროს კომპეტენტური გუნდი მათ აძლევს რეკომენდაციებს ამა თუ იმ მიმართულებით, რომ დროულად შეასრულონ რეკომენდაციები და როდესეაც არის მაგალითად სეზონურად გაზრდილი ავადობა, ჩვენ არ გვქონდეს პირდაპირი მნიშვნელობით სახვეწარი თითეულ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომ ასეთ პაციენტებს აღმოუჩინონ დახმარება. აქამდე საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებები აქეთ ახორციელებდნენ სელექტირებას პაციენტებისდამი, ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსაუხურებას. მოკლე აღწერით, პირველი ტალღა ხარისხისკენ გადადგმული ნაბიჯები გამოიხატება ამაში”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)