06:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 15:11:28, 1422 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ჩვენი საბანკო სექტორისადმი სრული ნდობა გაგვაჩნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საბანკო სექტორის მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონში.

პრემიერის განმარტებით, 4 ფუნქტიანი რეფორმის განხორციელების და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების  პროცესში, საბანკო სექტორის  და მთლიანად კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია:

 „მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ჩვენს მიერ გამოცხადებულ იმ ზომებს, რომელიც მნისვნელოვანია ჩვენი რეფორმების განხორცუიელებისატვის. რატომღაც ამას 10 პუნქტიანი უწოდეს. არვიცი, შესაძლოა, ასეც დავარქვათ, მაგრამ ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის ჩვენი 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებისათვის აუცილებელი ზომებია მისარები, რომ ეს გახდეს რეალური, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ვფიქრობ,  ამ შემთხვევაში მნისვნელოვან ია კოორდინაცია და კოორდინაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი გახლავთ საბანკო სექტორი. ამიტომ, მინდა გამოვეხმაურო იმ  აბსოლუტურად გაუფრთხილებლ  ბრალდებებს, რომლებიც  არაერთხელ გაისმა ამ დღეების განმავლობაში და განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ გვყავს  ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ  რეფორმების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს ჩვენი ეკონომიკის განვითარების და ნებისმიერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი  ბრალდება ამ მიმართულებით იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ყველას მოუწოდა, საბანკო სექტორის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები არ გააჟღერონ:

„ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, რომ ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და როდესაც საუბარია კრიტიკაზე, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ეხება საკითხი,  არ შეიძლება საჯარო იყოს მანამდე, სანამ  ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფორმატებში, რომლებიც თავს აგვარიდებს ამ მგრძნობიარე ინსტიტუციებისადმი ასეტი ტიპის ბრალდებებს. ჩვენ ჩვენი  საბანკო სექტორისადმი სრული ნდობა გაგვაჩნია, ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და მთლიანად ბიზნესის და კერძო სექტორის მონაწილეობა  ამ რეფომრების პროცესში  მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics