|
2016-12-09 17:49:51, 1665 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: კადრების შემცირება ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კადრების შემცირება აუცილებელი არ არის. დოლიძიას განმარტებით, ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ რესურსებსა და ტექნიკურ რესურსებს შეეხება: „მე არაერთხელ განვაცხადე, რომ 10%-იანი შემცირება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ზედმეტ ტვირთად ბიუჯეტს არ დააწვეს მთავრობის მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩემს უწყებასაც შეეხო. თუმცა, მე მოხარული ვარ, რომ ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი კადრების შემცირება და ადამიანური რესურსებისგან გათავისუფლება. მით უმეტეს, რომ საქმიანი ადამიანური რესურსები დამხვდა. მაგრამ ის შეეხება ადმინისტრაციული რესურსებისა და ტექნიკური რესურსების შემცირებას, რაც მაინცდამაინც ძლიერად არ აისახება სამინისტროს ეფექტურ მუშაობაზე. ამიტომ, ჩვენ ამასაც გავართმევთ თავს“,- აღნიშნა დოლიძემ. მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ მივლინებებიც, თუ ის ძალიან აუცილებელი არ იქნება. „ისევე როგორც შიგნით მოძრაობის რესურსებიც, ისევე როგორც გაუთვალისწინებელი ხარჯები“,- ამის შესახებ ევროინტეგრაციის მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მე ვერაფრით ვერ შევამცირებ ბათუმის კონფერენციისთვის გამოყოფილ ხარჯებს, რომელიც ყოველწლიური მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მეტნაკლებად უკვე გვაქვს განსაზღვრული ის პრიორიტეტები, რომელზეც უნდა ავიღოთ ფოკუსირება. ეს ინდივიდუალური საკითხია ყველა უწყებისთვის“,- განაცხადა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)