06:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებული სახით პოზიტიური პოლიტიკური ნებით მოქმედებს

„ჩვენი მიზანია, რომ სწორი ფორმატი ჩამოვაყალიბოთ  და სწორედ  ასეთი ფორმატია შემოთავაზებული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, თუმცა ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მის უწყებაში ძალიან ბევრი ვაკანსია უქმდება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ვაკანსიები უქმდება მხოლოდ იქ, სადაც ეს გამართლებულია.

 

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა კონსტიტუციურ ლოგიკას არ შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო ფორმატი არასწორია და არსებულ კონსტიტუციურ ლოგიკას არ შეესაბამება.

 

წულუკიანი: არ არის გამორიცხული, 200-მდე ადამიანი სხვადასხვა სსიპ-ებიდან გათავისუფლდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული რეორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს სსიპებში მომუშავე 200-მდე ადამიანს შეეხოს. თუმცა, წულუკიანი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის პროცესი გამჭვირვალე იქნება:

 

ბობოხიძე „ოცნებას“: ვინმემ თქვა რომ კონსტიტუციაში ცვლილება არ არის შესატანი?! სად მოისმინეთ?!

საოცარია უმრავლესობის წევრთა ლოგიკა და საერთოდ გამაკვირვა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ლოგიკამ. ვინმემ თქვა ბატონებო, რომ კონსტიტუციაში ცვლილება არ არის შესატანი?! სად მოისმინეთ?!, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აკაკი ბობიხიძემ მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომოაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

გიორგი გოგაძე: ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, რომ ბრალეულობის საკითხი დადასტურდეს

„მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, იმის დასამტკიცებლად, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებების საკითხი დადასტურდეს“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განაცხადა.

 

გაბრიელი: შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების შემდეგ, არ მივიღებ ვიზალიბერალიზაციის მეტ შეყოვნებას
კულტურის მინისტრი: გელათში ფრესკებს განადგურება არ ემუქრებათ
თარგამაძე: ძირითადი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა, გამოძიებას არ ვენდობი
ქუმსიშვილი ენმ-ს: თქვენთვის დღეს პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსიტიურ თემაზე აპელირება

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ახდენს გავლენას.

დავით ბაქრაძე ლარის კურსზე: მცურავი კურსი აღარ არის, ეს დამხვრჩვალი კურსია

 „ერთადერთი მესიჯი, რომელიც თქვენ   ლართან დაკავშირებით გაქვთ  არის ის რაც წეღან გაახმოვანა თქვენმა პირველმა მოადგილემ „არ დაუჯეროთ“,   კი ბატონო თქვენ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ  ჩვენ გვჯერა და ვხედავთ, რომ  ქვეყანა შედის ძალიან ღრმა  კრიზისში, საიდანაც გამოყვანა თქვენი მთავრობის პირობებში უბრალოდ შეუძლებელი იქნება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე  პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებას.

ქუმსიშვილი: როცა საარჩევნოდ ვიყავით გასული, ვთქვით, რომ 2017 წელს პენსიების ზრდა არ იქნებოდა

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირების მიხედვით მოქმედებს.

ელენე ხოშტარია ქუმსიშვილს: რას ეუბნებით პენსიონერებს ასეთი უგუნური გეგმის შედეგად

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის,  ელენე ხოშტარიასთვის გაუგებარია, რატომ არ აპირებს მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდას.

გოცირიძე: როგორც იქნა აღიარეთ, რომ ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი მფლანგველური ბიუჯეტი იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით,  სავალუტო კრიზისის ძირითადი მიზეზი ქვეყნის დეფიციტური და მფლანგველური ბიუჯეტი იყო.

ინაშვილი ქუმსიშვილს: თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, ლარი რატომ გაგექცათ?!

შევხედოთ რეალობას, თუ ასეთი მაგრები ხართ, თუ ასეთი ჭკვიანები და კომპეტენტურები ხართ, ლარი ასე რატომ გაგექცათ?! ქვეყანა და ხალხი ასე რატომ გააღარიბეთ?!, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს სიტყვით გამოსვლისას.

 

მიშველაძე: კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც არ შედგა

კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ  შედგა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics