|
2016-12-27 11:49:55, 1363 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე ქვეყანაში პროგრესი არ გვექნება
„განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე ქვეყანაში პროგრესი არ გვექნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ პრობლემების 100%-ით გადაჭრა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ განათლების სისტემაშია. „სწორედ ამიტომ, ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტად დასახელებულია განათლების სისტემის განვითარება და რეფორმა. განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე და სწრაფ განვითარებაზე, თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქის მიზანზე. განათლებაზე მნიშვნელოვანი ჩვენ დღეს არაფერი არ გვაქვს. განათლების სისტემა, რომელსაც შევქმნით, დაფუძნებული იქნება უახლოეს ტექნოლოგიებზე. საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი. ამასთან, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პროექტზე ისაუბრა და აღნიშნულ პროექტს რევოლუციური უწოდა. „ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო დუალური განათლების მოდელი ავირჩიეთ. საქართველოში უმაღლესი განათლება იქნება ორიენტირებული სწრაფი განვითარების მოთხოვნებზე და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია. ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო პროექტი, რომელიც თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს მართლაც და რევოლუციური გარღვევა იქნება ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პედაგოგიური პოტენციალი გაგვაჩნია. საქართველოში ბევრი ტალანტის შემოდინება იქნება აუცილებელი, ამ რეფორმის შედეგად საფუძველს ვუყრით ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში და ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვან ვლილებებს მოიტანს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)