06:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტთან კინკლაობას, ქვეყნის ინტერესები შეეწირა

„ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის  საკონსტიტუციო ლეგიტიმურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ინაშვილი: საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტს პარლამენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს

"საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

გახარია ლარის კურსზე: ეს მოკლევადიანი თემაა, ველოდებით დასტაბილურებას

„რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს  მოკლევადიანი თემაა“,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას.

 

კარლო ნატალე: დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი

„ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

აბაშიშვილი: პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის გაცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის, ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადების წესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია, თავისი არსით პოლიტიკური ინიციატივაა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკური სუბიექტები და პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

 

ინაშვილი: მზად ვარ, სუს-მა შემისწავლოს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ისედაც შესწავლილი ვყავარ

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფში ის საკუთარი ფრაქციიდან იქნება წარმოდგენილი.

 

ანა დოლიძე: გაუგებარია, რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება.

 

ეკა გიგაური: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული.

კობახიძე: კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება

პარლამენტში კომიტეტის თავმჯომარეები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივ და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თურქეთის ელჩი: საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ პროექტებს გეგმავს

„საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე გეგმავს, რომლებიც შემდეგ 4 წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ქვესადგური „მარნეული 500“-ის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას ითვალისწინებს.

იან ვან ბილსენი: ვალუტის ცვალებადობის მიზეზები გარე ფაქტორებიდან მომდინარეობს

IFC-ის რეგიონული მენეჯერის სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენის განცხადებით,  საქართველოში ეროვნული  ვალუტის გაუფასურება გარე ფაქტორებიდან მომდინარეობს.

კალაძე: როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება ჩართული.

იანოშ ჰერმანი: ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგ პროგრესს განიცდის

ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგ პროგრესს განიცდის.

ბესელია: ადმინისტრაციული რესურსის შემცირება, ავტომატურად ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას არ ნიშნავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის შემცირება ავტომატურად ადამიანების სამსახურიდან დათხოვნას არ ნიშნავს.

იმნაძე: როცა ომია სირიაში, ალეპოში და ამ დროს გაეროში საქართველოს საკითხის გაჟღერება ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ომია სირიაში, აფრიკის კონტინენტზე მართლაც ცხელი ომი მიდის, ქვა ქვაზე აღარ დარჩა ალეპოში -ასეთ დროს, როდესაც საქართველოს საკითხის გაჟღერება ხდება ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელმა, კახა იმნაძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს განუცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics