|
2016-12-28 13:49:10, 1604 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: იმედია, ჩვენი კოლეგები და სააკაშვილი გაიაზრებენ, რამხელა ზიანს აყენებენ პარტიას და ქვეყანას
„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სააკაშვილის მხრიდან პროცესების ამგვარი განვითარება, პარტიის დაშლის შესაძლებლობას აღრმავებს, “გამოაცხადეს რაღაც კომისია, რომელიც გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს. ამ ზღვრამდე პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება, პარტიის დაშლის შესაძლებლობას აღრმავებს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)