02:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას ულოცავს - ისიამოვნეთ ევროპით

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა. 

მღებრიშვილი: ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% შს სამინისტროზე მოდიოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. 

მღებრიშვილი: მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე მოქალაქეებს გაესაუბრებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვლის ინფორმაციით, მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან. 

უგულავა ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის ეკლიანი გზის ერთი მონაკვეთი, ამ გზაზე სიარული უნდა გავაგრძელოთ

,,ეს არის დიდი, ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ვიქტორ დოლიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ევროპაში მოგზაურობისას წესები არ დაარღვიონ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლისთვის ხელფასის ცნობა არ დასჭირდება, თუმცა ეს კარგი ბონუსი იქნება.

 

ვიქტორ დოლიძე: 2017 წლის 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული დღეა

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ შგამგზავრებას შეძლებენ.

ვიქტორ დოლიძე: ევროკავშირის და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის უკვე არსებობს ღია კარი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში და შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალქეებისთვის ერთგვარი ღია კარი არსებობს.

ხულორდავა უვიზო მიმოსვლაზე: ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულს ეკისრება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის სპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა გააცნობიერონ.

პრემიერ-მინისტრი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სლოვაკეთის საგარეო მინისტრი უვიზო მიმოსვლაზე: მშვენიერია! ეს ნამდვილად დაიმსახურეს
ნიკა გვარამია: ორშაბათს დავაფუძნებთ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის გუნდმა „რუსთავი 2“-ის წილის 91%-ის მფლობელების ლევან და გია ყარამანიშვილების ბოლო შეთავაზებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტყილება მიიღო.

პატრიარქი: ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე​ ზეისტორიული თარიღია, - ამის შესახებ ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში აღნიშნა, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

კელი: ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა. 

პრეზიდენტი მმართველ გუნდთან ურთიერთობაზე: ბრაზილიური სერიალივით ვართ გამომდგარი ტელევიზორში

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის რაც ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მმართველ გუნდს შორის, „წყლის ნაყვაა“ და იმაზე "არლაპარაკი", რაც მთავარია.

„პატივცემულმა დეპუტატებმა არ დაიშურეს ხატოვანი გამოთქმები, დამდეს ბრალი იმაში, რომ ტერორიზმს ვუწყობ ხელს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics