08:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 15:46:47, 1842 ნახვა

კომენტარი
„წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები, რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, იქნებ პროფესიით მემუშავა“

ძალიან მახარებს რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი პარტნიორობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა გვქონდეს თანამედროვე კლინიკები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაგუას კლინიკის ახალი კორპუსის გახსნაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი კორპუსი არის 100 საწოლიანი კლინიკა, რომლის სტრატეგიაც არის, რომ მოემსახუროს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს.

„რაც განსაკუთრებულად მახარებს არის, რომ კლინიკა მორგებულია შშმ პირებზე და აქ სრული კომფორტია ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს კლინიკა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მინდა, სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჰოსპიტალურ სექტორში დღეს ძალიან ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება. პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ ყველა თავის წილ კონტრიბუციას აკეთებს იმ სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ვაშენებთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ სისტემის დახვეწა და საქართველო დღეს ნამდვილად არის პიონერი და გვაქვს საამაყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო საყოველთაო ხელმისაწვდომობის შექმნა, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს დღეს არ ეშინოდეთ სამედიცინო მომსახურების. ეს დიდი მიღწევაა. მე არაერთხელ მითქვამს და მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დავით სერგეენკოს როლს ამ მნიშვნელოვან მიღწევაში.“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, კლინიკა უპირველეს ყოვლისა არის ექიმი, მისი პროფესიონალიზმით, მისი თავდადებით ამ პროფესიისადმი.

„მინდა, ქედი მოვიხადო ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც საქართველოში ძალიან რთულ პირობებშიც ეწეოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს, რაც კი შეიძლება იყოს. ექიმი, პედაგოგი, პოლიციელი – ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე დაფასებულები სახელმწიფოს მხრიდან. ამ კლინიკის კედლებში იბადება საქართველოს მომავალი და მინდა წარმატება გისურვოთ. როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, ომამდე ტანკისტი ვიყავიო, მეც შემიძლია გითხრათ, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს პროფესიისადმი და დღეს შექმნეს ასეთი მშვენიერი კლინიკა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა  საქართვლოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შვილის დაბადება მიულოცა. მინისტრი ახალი კლინიკის გახსნაზე იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics