08:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 10:08:38, 2178 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: დანაგვიანების პრობლემა საინფორმაციო კამპანიასთან ერთად, სანქციებითაც უნდა მოვაგვაროთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაგვიანების მიმართულებით, ქვეყანაში კატასტროფუილი მდგომარეობაა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაანცხადა, დანაგვიანების პრობლემის მოსაგვარებლად  მხოლოდ საინფორმაციო კამპანია საკმარისი არაა. პრემიერი სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას:

"დანაგვიანების პრობლემის მიმართულებით, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე და არა მხოლოდ. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები, თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ჩვენი მოქალაქეებიც წერენ, ტურისტებიც და ძალიან მძიმე პრობლემაა. ის კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ. ეს ჩვენი ღირსების საქმეა",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, 3 აპრილს  დედაქალაქში, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდნენ,  რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო, თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ. 

პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.

ამავე თემაზე

http://epn.ge/index.php?id=43083

http://epn.ge/index.php?id=43084

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics