ხოშტარია სოფო კილაძეზე: ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას ჟურნალისტის საქმეზე პასუხი მოსთხოვოს, ამ ყველაფერს შოუს ეძახის
,,დღეს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ნაცვლად იმისა, რომ გვერდში ედგას ამ პროტესტს და მთავრობას მოსთხოვოს პასუხი გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე, ამ ყველაფერს შოუს ეძახის და უპირისპირდება ადამიანებს, რომლებმაც დღეს დაიცვეს თავისი ქვეყნის ინტერესები’’, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.