17:28 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 11:20:31, 2178 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხულორდავა: ლიტვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი მიიღო

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ლიტვის საგარეო ურთიერთობათა და ევროპის საქმეთა კომიტეტებმა  საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი  მიიღეს.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, საქართველო ამ დოკუმენტის ფარგლებში ლიტვასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

 "ლიტვა არის საქართველოს ძალიან მჭიდრო პარტნიორი, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია ლიტვა. სულ ახლახან ლიტვის პარლამენტმა, კერძოდ საგარეო ურთიერთობათა და ევროპის საქმეთა კომიტეტებმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი და ჩვენ ამ დოკუმენტის ფარგლებში გავაგრძელებთ ლიტვასთან მჭიდრო თანამშრომლობას",-განაცხადა ხულორდავამ.

ამ წუთებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს ხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics